თამარ ჩიბურდანიძე „იგლ ჰილსის” პროექტზე: სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რომ შემოსულიყო ამხელა ინვესტიცია საქართველოში, მერწმუნეთ, ამ არაბების ფოტოებს ხატად დაუკიდებდნენ ყველა ქართველს

„აგრესიული ოპოზიციის წარმომადგენლები მანიპულირებენ ამ თემით. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რომ შემოსულიყო ამხელა ინვესტიცია საქართველოში, მერწმუნეთ, ამ არაბების ფოტოებს ხატად დაუკიდებდნენ ყველა ქართველს,” – განაცხადა „ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ „იგლ ჰილსის” მასშტაბური პროექტის მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანების საპასუხოდ.

ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ჩიბურდანიძე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „იგლ ჰილსის” მიმართ ნეგატიური აზრის დამკვიდრება რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკაა. მისი თქმით, ქვეყანას საფრთხეს არა პროექტის განხორციელება, არამედ მისი გაჩერება შეუქმნის, ვინაიდან, რეალურად, მრავალმილიონიანი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი – დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების საწინდარია.

„აგრესიული ოპოზიციის წარმომადგენლები მანიპულირებენ ამ თემით. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რომ შემოსულიყო ამხელა ინვესტიცია საქართველოში, მერწმუნეთ, ამ არაბების ფოტოებს ხატად დაუკიდებდნენ ყველა ქართველს. ვსაუბრობ მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც არაა ამ აგრესიული ოპოზიციის მხარდამჭერი, მაგრამ ამ ადამიანებს აქვთ კითხვები და შიშები პროექტთან დაკავშირებით. საფრთხეები, რაც ამ ადამიანებს აშინებთ, არის დემოგრაფიული საკითხი. ეკონომიკური ბენეფიტები რომ უდიდესი ექნება ქვეყანას, ამაზე კითხვასაც არავინ სვამს. ესაა უზარმაზარი კაპიტალი, 30 ათასი დასაქმებული ადამიანი, უმუშევრობის და მიგრაციის თავიდან აცილების წამალი (საუბარია მაღალანაზღაურებად სამსახურებზე).

როდესაც მიგრაციის პრობლემაზე საუბრობენ და თან ხელისუფლებას აკრიტიკებენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ როდესაც ამხელა პროექტს დებ, ეს ნიშნავს იმას, რომ მიგრაცია შეჩერდება. ფაქტია, რომ ეს რადიკალების პოლიტიკაა. ესაა მანიპულაციის საკითხი აგრესიული ოპოზიციის ხელში.

რადიკალურმა ოპოზიციამ ამ ხალხში არაბული ინვესტიციის მიმართ ნეგატივის შეტანა შეძლო. სწორედ ამ ხალხს ვპასუხობ – საქართველოში დემოგრაფიის (როგორც დემოგრაფი, ისე ვამბობ ამას) პრობლემა არის ის ლიბერალიზმი, რომელიც 35 წელია ბატონობს ქვეყანაში. ლიბერალიზმმა არა მხოლოდ გენოფონდი, არამედ ჩვენი ახალგაზრდობის მენტალობა გაანადგურა და დიდწილად წაშალა ოჯახური და ტრადიციული ღირებულებები. ახალგაზრდები მოექცნენ ამ ლიბერალიზმის ტყვეობაში. ესაა სწორედ დემოგრაფიის მტერი. როდესაც ჩახედავ სტატისტიკას და ხედავ – განქორწინებების რაოდენობა ქორწინებების ნახევარზე მეტია, ესაა ქვეყნის უბედურება,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები