კიმ კარდაშიანმა იურიდიულ ფაკულტეტზე წარუმატებლობაში ChatGPT დაადანაშაულა

ამერიკელმა ტელევარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა განაცხადა, რომ იურიდიული გამოცდისთვის მოსამზადებლად ChatGPT გამოიყენა და წარუმატებლობაში გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ადანაშაულებს.

კარდაშიანმა აღიარა, რომ კალიფორნიის ადვოკატთა გამოცდისას ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა და გამოცდაში ჩაჭრა მის მიერ მოწოდებულ არასწორ ინფორმაციას დააბრალა.

მისივე თქმით, აპლიაკაციამ მას “საეჭვო იურიდიული კონსულტაცია” მიაწოდა.

კარდაშიანი ხელოვნურ ინტელექტს „მეგობარ-მტერს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის და ChatGPT „ტოქსიკური მეგობრები“ არიან.

“ისინი ყოველთვის ცდებიან, ამის გამო, მუდმივად ვერ ვაბარებ ტესტებს. შემდეგ კი ვბრაზდები, ვყვირი და ვეუბნები: „შენ გამო ვერ ჩავაბარე! რატომ გააკეთე ეს?“ ,- განაცხადა კარდაშიანმა.

როგორც მედია აღნიშნავს, სიცრუის დეტექტორის ოპერატორმა დაადასტურა, რომ კარდაშიანის აღიარება ChatGPT-ის გამოყენების შესახებ სიმართლეს შეესაბამებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები