დიმიტრი (დოდო) ალექსიძის დაბადებიდან 115 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
20 ნოემბერს, 20:00 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში გაიმართება გამოჩენილი, ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი(დოდო) ალექსიძის დაბადებიდან 115 წლისადმი მიძღვნილი საღამო.
საქართველოს თეატრალური საზოგადოების ინფორმაციით, ამავე საღამოს გაიმართება პრეზენტაცია წიგნი ალბომისა – “ადამიანი თეატრი” დიმიტრი ალექსიძე.
მისამართი: გ.ლეონიძის 11ა