თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სტუდენტურ დადგმას – ჯაკომო პუჩინის ოპერა „ბოჰემას” უმასპინძლებს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდია 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სტუდენტურ დადგმას – ჯაკომო პუჩინის ოპერა „ბოჰემას” უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გაიმართება ორი წარმოდგენა – 27 ნოემბერს და 1 დეკემბერს, 19:00 საათზე.
სპექტაკლი ეძღვნება კონსერვატორიის საოპერო სტუდიის პროფესორის პაპუნა ღვაბერიძის ხსოვნას.
„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში პუჩინის „ბოჰემას“ დადგმა სწორედ ბატონ პაპუნას ინიციატივას უკავშირდება. მისი ხელმძღვანელობით პირველად 2014 წელს დაიდგა მხოლოდ მესამე აქტი, უკვე 2015-ში უკვე მესამე და მეოთხე აქტიც. სრული სპექტაკლის დადგმა სხვადასხვა სირთულესთან იყო დაკავშირებული, რისი დაძლევაც წელს შესაძლებელი გახდა და სწორედ ბატონ პაპუნას უნდა ედირიჟორა სრულყოფილი სპექტაკლის პრემიერა.
დადგმაში როლები გადანაწილდა ისე, რომ მაქსიმალურად დატვირთულიყვნენ სოლო აკადემიური მიმართულების სტუდენტები. ორივე წარმოდგენაში მონაწილეობს სოლისტთა სხვადასხვა შემადგენლობა.

სპექტაკლში მონაწილეობენ:
სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების ბაკ. I კურსის სტუდენტები, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბავშვთა გუნდი, საოპერო სტუდიის გუნდი და ორკესტრი.
დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი;
დამდგმელი რეჟისორი – მაია გაჩეჩილაძე;
დამდგმელი მხატვარი – ნეა ნეიმანი;
ქორმაისტერი – ლაშა მიროტაძე;
საბავშვო გუნდის ქორმაისტერი – ეთერ ჩიღუნაძე;
საბავშვო გუნდის ხელმძღვანელი – რუსუდან მექვაბიშვილი;
კონცერტმაისტერები : თინათინ ალავიძე, ნინო ზაქაიძე, ნინო ლეშკაშელი, ეკატერინე ჩინჩალაძე, ნინო ჯაიანი, ხათუნა ლოლაძე;
საოპერო სტუდიის მენეჯერი – ირინა რამიშვილი.
საოპერო მომზადების მიმართულების ხელმძღვანელი – პროფესორი ზაზა აზმაიფარაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები