მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტვინი ადამიანს მაქსიმალურად ნაკლები ენერგიის დახარჯვაში ეხმარება

კანადელმა ნეიროფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ ჩვენი ტვინი დაპროგრამებულია, რათა სხეულმა რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დახარჯოს, მათ შორის ისეთი მარტივი მოძრაობების დროსაც, როგორიცაა სიარული. სწორედ ამიტომ ფიტნესი და სუფთა ჰაერზე სეირნობა წონის დაკლებაში მნიშვნელოვნად არ გვეხმარება.
ჟურნალ Current Biology-ის ინფორმაციით, ცდები სპეციალური კოსტიუმების მეშვეობით ჩატარდა. ეს კოსტიუმები ისე იყო მოწყობილი, რომ დახმარების ნაცვლად, ადამიანებს სიარულში ხელს უშლიდა. ამის გამო ადამიანები სიარულის არაორდინალურ მანერას ირჩევდნენ.

ასევე, ცდების შედეგად დადგინდა, რომ ტვინი ადამიანის მიერ ენერგიის ხარჯვას მუდმივად აკონტროლებს და მუდმივად ცვლის ნაბიჯების სიხშირეს, მათ ზომას, ხელების მოძრაობას და სიარულის პროცესისისთვის აუცილებელ ყველა სხვა მოძრაობას ისე, რომ მოხდეს ენერგოეფექტურობის „ოპტიმიზაცია“. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნერვული სისტემა ამას იმ დროსაც აკეთებს, როდესაც სიარული პრაქტიკულად ოპტიმალურია და ენერგომოხმარება იდეალურს მხოლოდ 5%-თ აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები