შავი ობობას და მორიელის დაპირისპირება ობობას გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)
მეცნიერებმა მორიელსა და შავ ობობას შორის, რომელიც ასევ „შავი ქვრივის“ სახელით არის ცნობილი, ბრძოლა მოაწყვეს. დაპირისპირება ამ ორ არსებას შორის დახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა.
„შავი ქვრივი“ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ობობასნაირია. მის ერთ კბენას შეიძლება ციებ-ცხელება, კრუნჩხვები და სიკვდილიც კი მოჰყვეს. იგივე ეხება ყვითელ მორიელსაც, რომელიც ასევე ძალიან შხამიანია. ბუნებაში ეს ორი არსება ერთმანეთს პრაქტიკულად არ ხვდება და, მით უმეტეს, დაპირისპირებას არ იწყებს.
როგორც ჩანს, ობობაც და მორიელიც თავდაპირველად ძალიან ფრთხილად იქცევიან, არცერთს არ ახასიათებს დაუფიქრებელი მოძრაობა და მათი მოქმედება სწრაფი და ზუსტია.
ეს შერკინება ზავით ვერ დასრულდებოდა. საბოლოოდ „შავმა ქვრივმა“ მოწინააღმდეგის განეიტრალება შეძლო. ამ დაპირისპირებას ინტერნეტით მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს. ვიდეორგოლი ბოლო დღეებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა.
ამ ბრძოლას უკვე მოჰყვა ცხოველების უფლებების დამცველთა გამოხმაურებები, რომლებიც მას ძაღლების ბრძოლას ადარებენ და ასეთი „ცდების“ დაუშვებლობაზე საუბრობენ.