სამხრეთ აფრიკაში უძველესი ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს (ვიდეო)

მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ გამოქვაბულში უძველესი ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ნაპოვნი ჩონჩხის 15 ნაწილი ამ ტიპის უდიდესი აღმოჩენაა სამხრეთ აფრიკის ისტორიაში. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა ადამიანის წინაპრებზე მანამდე არსებულ ინფორმაციაში გარკვეულ კორექტივებს შეიტანს.
სახეობა, რომელსაც naledi უწოდეს, Homo-ს რიგს ეკუთვნის, რომელსაც თანამედროვე ადამიანებიც მიეკუთვნებიან.
მეცნიერების თქმით, აღმოჩენილია როგორც ზრდასრული ადამიანების, ასევე ბავშვების ძვლები. ამ სამარხის ერთ ადგილას აღმოჩენა შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ საქმე გვაქვს რიტუალურ თვითმკვლელობასთან.
პროფესორი ლი ბერგერი, რომელიც ამ გუნდს სათავეში ედგა, ამბობს, რომ ეს ადამიანები აფრიკაში დაახლოებით სამი მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები