იაპონიაში კატებისგან კომპიუტერის კლავიატურის დამცავი გამოიგონეს

იაპონურმა კომპანია Bessed-მა სპეციალური თავსახური გამოიგონა, რომელიც კატების პატრონების კომპიუტერებს დაიცავს. კატებს ხშირად უყვართ კლავიატურაზე წოლა, რამაც შეიძლება გაუთვალისწინებელი პროგრამის ჩართვა გამოიწვიოს. კონსტრუქცია გამჭვირვალე მასალისგან არის დამზადებული და 10 კილოგრამამდე წონას უძლებს. თავსახურში სპეციალური ნახვრეტებია, რაც კლავიატურასთან თავისუფლად მუშაობის საშუალებას იძლევა. ამ ეტაპზე ის მხოლოდ იაპონიის ბაზარზეა წარმოდგენილი.
არსებობს რამდენიმე თეორია, რაც კლავიატურასთან კატების ლტოლვის სურვილს ხსნის. ერთ-ერთის მიხედვით, ასე ისინი პატრონის ყურადღების მიქცევას ცდილობენ. მეორე თეორიის მიხედვით კი მათ კლავიატურის ხმა და ადამიანის ხელების მოძრაობა იზიდავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები