იაპონელმა რობოტს სცემა
იაპონელმა ადამიანისმაგვარ რობოტს უმსგავსო ხუმრობისთვის “ფიზიკური შეურაცხყოფა“ მიაყენა. გამოცემა Cnet-ის ინფორმაციით, ადამიანი, რომელმაც რობოტ Pepper-ს დაარტყა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ინციდენტი იაპონიაში, კომპანია Softnet-ის ოფისში მოხდა. მამაკაცი, სავარაუდოდ, რობოტის მიერ წარმოთქმულმა ერთ-ერთმა ფრაზამ წყობილებიდან გამოიყვანა. ამ დარტყმის შემდეგ Pepper-ის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.
Pepper-ი პირველი „ემოციური“ რობოტია, რომლის მიზანია ადამიანის მხარდაჭერა, გართობა და ნუგეში. მისი ავტორების ვარაუდით, ამ რობოტს ადამიანი წონასწორობიდან არ უნდა გამოეყვანა, არამედ პირიქით – ის განწყობის ამაღლებას უნდა უწყობდეს ხელს.
სპეციალისტების განცხადებით, აქამდე რობოტის „ცემის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.