მეცნიერებმა სისხლის ანალიზით ადამიანის ბიოლოგიური ასაკის დადგენა ისწავლეს

ლონდონის კინგს კოლეჯის მეცნიერებმა სისხლის ანალიზის მეშვეობით ადამიანის ბიოლოგიური ასაკის დადგენის ტექნოლოგია შეიმუშავეს. ახალი მეთოდის მეშვეობით შესწავლილია ალცჰეიმერის დაავადების რისკის შესაძლებლობა. ამ ინფორმაციას „ინდეფენდენტი“ ავრცელებს.
ექსპერიმენტის პროცესში 65 წლის ადამიანების სისხლში გენების აქტიურობა დაადგინეს. ეს მეთოდიკა შვედეთის 70 წლის ადამიანებზე შემოწმდა და მისი მეშვეობით გარდაცვალების მიახლოებული დრო დაადგინეს. ამისთვის ბოლო 12 წლის განმავლობაში კოგნიტიური ჯანრთელობის და თირკმელების მუშაობის მონაცემები იყო შესწავლილი.
ახალი ტესტის მეშვეობით შესაძლებელია იმის დადგენა, რამდენად გამოდგება მოხუცი ხალხის ორგანოები ტრანსპლანტაციისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები