ამერიკა კოსმოსში „ზღარბებს“ გააგზავნის (ვიდეო)
ნასამ ახალი გამოგონება წარმოადგინა. რობოტ – „ზღარბს“ კოსმოსური სხეულების ზედაპირის გამოსაკვლევად გორაობა შეუძლია.
გამოგონებაზე სტენფორდის უნივერსიტეტის და მასაჩუტესის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრები კალიფორნიაში, ნასას ერთ-ერთ ლაბორატორიაში მუშაობდნენ.
რობოტი კი არ ივლის ზედაპირზე, არამედ იგორავებს. ამის შედეგად მისი ამობრუნების შესაძლებლობა თავიდან იქნება აცილებული. „ზღარბი“ კუბის ფორმისაა და მას მრავალი პატარა ფეხი აქვს, ის აქსელერატორის და მუხრუჭის პრინციპით მუშაობს.
ეს „ფეხები“ ასევე გრუნტის სინჯების ასაღებად შეიძლება იყოს გამოყენებული.