WhatsApp-ის მესენჯერით ამჟამად 900 მილიონი ადამიანი სარგებლობს

WhatsApp-ის აბონენტთა რაოდენობა მალე 1 მილიარდი გახდება. მესენჯერის დირექტორმა და დამფუძნებელმა იან კუმმა განაცხადა, რომ აქტიური აუდიტორია ამჟამად 900 მილიონ ადამიანს შეადგენს.
2014 წლის აპრილში აქტიური ხელმომწერების რაოდენობამ 500 ათასი ადამიანი შეადგინა. თუ ეს ტემპები შენარჩუნდა, 2015 წლის ბოლომდე მომხმარებელთა რაოდენობა 1 მილიარდს მიაღწევს.
სოციალური ქსელ ფეისბუქის დამაარსებელ მარკ ცუკერბერგისთვის ამ ზღვარის გადალახვა ღირსების საკითხია. გასულ წელს მან WhatsApp-ი 19 მილიარდ დოლარად შეიძინა და განაცხადა, რომ სერვისის აბონენტთა რაოდენობა 1 მილიარდს მიაღწევს.
მესენჯერი WhatsApp-ის მოგებას სააბონენტო გადასახადი შეადგენს, რომელიც წელიწადში 1 დოლარს უდრის. ის ტრადიციული სმს შეტყობინებების კონკურენტია, ვინაიდან ბევრად იაფი ჯდება. კონტენტის მეშვეობით ტექსტების, ფოტოების და აუდიოჩანაწერების გაგზავნაა შესაძლებელი. ცოტა ხნის წინ მესენჯერმა ხმოვანი კავშირის ფუნქციაც დაამატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები