თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ერთად, მერის პირველი მოადგილე, სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს ოფიციალურად წარუდგინა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად, მერის პირველი მოადგილე, სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს ოფიციალურად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერის პირველ მოადგილედ ლევან ხმალაძე დაინიშნა, რომელსაც, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„იგი წლების განმავლობაში მუშაობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის, შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელად, ასევე იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

ამ დრომდე, ლევან ხმალაძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები