ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ქუთაისის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერთან, დავით ერემეიშვილთან და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად დაათვალიერა.

ინფორმაციას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა: გზა დაიფარება ასფალტბეტონის საფარით, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი.

პროექტის ღირებულება 2 601 000 ლარს შეადგენს და დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები