ბორჯომში, თორის N6-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
ბორჯომში, თორის N6-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვალა სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა.
,,რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა დეკორატიული ელემენტები.
ბორჯომში ფასადების რეაბილიტაციის პროექტი 2026 წელსაც გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.