დავით ქართველიშვილი „ფორმულას“ განცხადებაზე: არც ერთი ოპომედია მხარდაჭერას არ უცხადებდა დაკავებულ კოლეგებს, რაც არ უნდა მოემოქმედა აშშ-ს ყოფილ ხელისუფლებას, ყველაფერი ლეგიტიმური იყო – წერონ და მიმართონ: კანონზე უზენაესი ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ იქნება საქართველოში

ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გაკეთებულ განცხადებას და საერთაშორისო მხარდაჭერის მოთხოვნას ეხმიანება ქეთა ციცქიშვილის და ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით.

ქართველიშვილი იხსენებს 2024 წელს აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ჟურნალისტებს პოლიციელები აქციის გაშუქების მომენტში იჭერდნენ, ხშირ შემთხვევაში, მიზეზით, „პოლიციის ბრძანების შეუსრულებლობა“. მისივე თქმით, არც ერთ ოპოზიციურ მედიას აღნიშნულ დაკავებების ციკლი არ გაუპროტესტებია და არ მოუნათლავს ის „რუსულ ხელისუფლებად“, რამდენადაც აშშ-ში კანონი უზენაესია.

„არანაირად არ ითხოვდნენ საკუთარი კოლეგების გათავისუფლებას, ვისაც ბაიდენის ადმინისტრაცია “უმოწყალოდ” აკავებდა. 2024 წელი ამერიკული მედიისთვის ათწლეულის დასაწყისიდან ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა. U.S. Press Freedom Tracker-ისა და Reporters Without Borders-ის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში 49 ჟურნალისტის დაკავება დაფიქსირდა – თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე იმავე ადმინისტრაციის პირობებში 2023 წელს.
დაკავებების ძირითადი კერა – უნივერსიტეტების კამპუსებსა და ქუჩებში გამართული პროტესტები იყო, რომლებიც გაზაფხულზე დაიწყო ისრაელ-ღაზის ომის ფონზე.
ჟურნალისტებს აკავებდნენ კოლუმბიის, ტეხასის, UCLA-ს და სხვა უნივერსიტეტების ტერიტორიაზე, ხშირად იმ მომენტში, როცა ისინი დემონსტრანტების დაშლის სცენებს იღებდნენ. აკავებდნენ ამერიკული, და არა “რუსული” კანონმდებლობის საფუძველზე. ტიპური ბრალდებები იყო: „პოლიციის ბრძანების შეუსრულებლობა“, „კერძო ტერიტორიაზე შეჭრა“, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“.
მეთვალყურეთა შეფასებით, დაკავებების დაახლოებით 90 % უშუალოდ სწორედ ამ პროტესტების გაშუქებას უკავშირდებოდა.
ორგანიზაცია RSF-მა აღნიშნული ტენდენცია „სამართალდამცავ პრაქტიკაში საშიშ უკან დახევად“ შეაფასა და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ სისხლის სამართლის დევნა. არც ერთი ოპპომედია მხარდაჭერას არ უცხადებდა დაკავებულ კოლეგებს, არ უწოდებდა ბაიდენის ადმინისტრაციას “რუსული ხელისუფლება” – რაც არ უნდა მოემოქმედა აშშ-ს ყოფილ ხელისუფლებას, ყველაფერი ლეგიტიმური იყო. ასე რომ – წერონ და მიმართონ: კანონზე უზენაესი ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ იქნება საქართველოში”,- წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები