სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა არასდროს იქნება ნატოში
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში ვერ შევა.
შესაბამის ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.
„უკრაინა არასდროს იქნება ნატოში“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნება ევროკავშირში ყოფნასთან დაკავშირებითაც.