მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ107 მლეთა–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, საგზაო მოძრაობა თავისუფალია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები