3 და 4 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს. შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.

ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია – გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები