თბილისში, ვაკის კორტებთან ახლოს დღეს მომხდარი მკვლელობა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ვაკეში დღეს, 17:30 საათზე მომხდარი მკვლელობა პოლიციამ უმოკლეს ვადაში გახსნა და მკვლელი აბაშაში დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.