გიორგი გამსახურდია: ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის გაურკვეველი წარმომავლობის პარტიის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი საუკუნის პროექტს “აჰაჰავებს” – გახარიას პერიოდში მისი ბოლის გარდა არაფერი გაკეთებულა

“ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის, პატიოსან სიტყვაზე შეკოწიწებული პარტიის გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საქართველოს მასშტაბით მართლაც საუკუნის პროექტს აჰაჰავებს”, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის შესახებ წერს, რომელმაც რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებულ ვიდეოზე სიცილის რეაქცია გამოხატა.

გამსახურდიას თქმით, გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს, არაფერი გაკეთებულა, მეტიც – “ქართუს” დაფინანსებულ პროექტებსაც ვერ აქცევდნენ “მისი ბედოვლათი ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები” ყურადღებას.

“ყველაზე მდარე და უმაქნისი პრემიერის, პატიოსან სიტყვაზე შეკოწიწებული პარტიის გაურკვეველი პოლიტიკური წარმომავლობის წევრი, ვინმე ვიკა ფილფანი, საქართველოს მასშტაბით მართლაც საუკუნის პროექტს აჰაჰავებს. საზოგადოება დამეთანხმება, რომ გახარიას პერიოდში მისი ბოლის გარდა, საერთოდ არაფერი არ გაკეთებულა.უფრო მეტიც, ფონდი “ქართუს” დაფინანსებულ პროექტებსაც კი ვერ აქცევდნენ მისი ბედოვლათი ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები ყურადღებას. თუმცა რას მიაქცევდნენ, მთელი მისი გუნდი და გორის ბაზრობა, ფულის შოვნაზე იყვნენ გადასულები. ახლა კიდევ, მაგ მაყუთით გულაობს ბიჭი გერმანიაში”, – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები