კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

მან დღეს დანიისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მომდევნო ექვსი თვით ოფიციალურად გადაიბარა.

„უფრო ავტონომიური კავშირი აუცილებელი საშინაო ძალის ჩვენებას შეძლებს, რათა საგარეო პარტნიორებთან ითანამშრომლოს და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებლად იმოქმედოს“, – ნათქვამია კვიპროსის განცხადებაში.

როგორც კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კონსტანტინოს კომბოსმა განაცხადა,  დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას ეხება და ეს ასე დარჩება.

“კვიპროსმა იცის, რას ნიშნავს სამხედრო კონფლიქტები და ოკუპაცია, თუმცა, ჩვენ გვსურს, რომ ყურადღება ახლო აღმოსავლეთის რეგიონზეც გავამახვილოთ, რადგან კვიპროსს ამ რეგიონის ნაწილადაც მივიჩნევთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები