შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა
შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა.
მომხდარის შედეგად, არიან დაშავებულები.
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 01:30 საათზე, სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, Le Constellation Bar and Lounge-ში მოხდა, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ.
შვეიცარიული მედიის ცნობით, აფეთქება შესაძლოა, პიროტექნიკამ გამოიწვია, თუმცა, ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სამძებრო-სამაშველო ჯგუფები.