„რა სურს უკრაინას? მშვიდობა? დიახ; ნებისმიერ ფასად? არა” – ზელენსკი
„რა სურს უკრაინას? მშვიდობა? დიახ; ნებისმიერ ფასად? არა. ჩვენ გვსურს ომის დასრულება და არა უკრაინის დასასრული“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვაში ისაუბრა.
“უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების პოტენციური ვარიანტი 90 პროცენტით მზად არის. დარჩენილია ათი პროცენტი. ეს 10 პროცენტი, ფაქტობრივად, ყველაფერს მოიცავს. სწორედ ეს 10 პროცენტი განსაზღვრავს მშვიდობის ბედს, უკრაინისა და ევროპის ბედს და იმას, თუ როგორ იცხოვრებენ ადამიანები”, – აღნიშნა ზელენსკიმ.