„ჩალაბას“ – ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოეტ თემურ ჩალაბაშვილისადმი მიძღვნილი ლექსების კრებული წარადგინეს
პოეტ თემურ ჩალაბაშვილისადმი მიძღვნილი ლექსების კრებულის – „ჩალაბას” წარდგენას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა.
საღამო გახსნა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ. სიტყვით გამოვიდნენ: კრებულის შემდგენელი და რედაქტორი თამარ შაიშმელაშვილი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ივანე ჯაფარიძე, ირმა გურიელი… პოეტები: ედუარდ უგულავა, ერეკლე საღლიანი, ჯუბა ღებელი, ოთარ ფალიანი, მარინა თექთუმანიძე, ნანა ცინცაძე….
კრებულში ასზე მეტი ავტორის 175 ლექსია დაბეჭდილი. მასში ილუსტრაციების სახით შესულია მხატვრების მიერ შესრულებული ჩალაბაშვილის პორტრეტები.
პროექტის ავტორია ია ბედოიძე, ფოტოების ავტორი – დინო გეთიაშვილი, დიზაინერი ნიკოლოზ დადიანი, დამკაბადონებელი თამარ ტყაბლაძე.
წიგნი გამომცემლობა „მწიგნობარმა“ დასტამბა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
საღამოში მონაწილეობდა კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“.
საღამოს უძღვებოდა პოეტი გაგა გომართელი.
ყველას ერთი სულისკვეთება ჰქონდა: დღეს არის გახსენება კაცისა, პოეტისა, რომელიც უყვარდა ყველას, აფასებდა ყველა. და, დააკლდა ყველას.
ფოტო: ნინო ჯაჯანიძე.




