“ჩვენ გამოგვყავს ეროვნული გვარდია ჩიკაგოდან, ლოს-ანჯელესიდან და პორტლენდიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქებში ამ დიადი პატრიოტების ყოფნამ დანაშაული მნიშვნელოვნად შეამცირა” – ტრამპი

“ჩვენ გამოგვყავს ეროვნული გვარდია ჩიკაგოდან, ლოს-ანჯელესიდან და პორტლენდიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქებში ამ დიადი პატრიოტების ყოფნამ, და მხოლოდ ამ ფაქტმა, დანაშაული მნიშვნელოვნად შეამცირა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„პორტლენდი, ლოს-ანჯელესი და ჩიკაგო განადგურებული იქნებოდა, რომ არა ფედერალური მთავრობის ჩარევა. ჩვენ დავბრუნდებით, შესაძლოა ბევრად განსხვავებული და უფრო ძლიერი ფორმით, როდესაც დანაშაული კვლავ დაიწყებს ზრდას – ეს მხოლოდ დროის საკითხია! ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ „დემოკრატ“ მერებსა და გუბერნატორებს, რომელთაგანაც ყველა უკიდურესად არაკომპეტენტურია, ჩვენი წასვლა სურდეთ, განსაკუთრებით იმ დიდი პროგრესის გათვალისწინებით, რომელსაც მივაღწიეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები