ვახტანგ თოფურია – ევროკომისიის მიერ NGO-ების დაფინანსების 600 პროცენტით გაზრდაზე: უკვე ნათელია, რატომ მოუწოდებს ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონები
“10 მილიარდი დოლარის სუბსიდია “მრავალფეროვნებისთვის” USAID-ის დამხობის შემდეგ, ევროკავშირმა აიღო ჩირაღდანი ხელში”, – ამის შესახებ “ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია სოციალურ ქსელში წერს.
კერძოდ, თოფურია ეხმიანება ევროკომისიის მიერ ბიუჯეტში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების 600-პროცენტიანი ზრდის შეთავაზებას.
“უკვე ნათელია, თუ რატომ მოუწოდებს ევროკავშირის საბჭო საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონები “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის”, ასევე გამჭვირვალობის შესახებ”, – წერს თოფურია X-ზე.