“გილოცავთ 2026 წელს! ახალ წელს მოეტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატება და სიხარული თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოსთვის!” – ლევან ზალკალიანი

“გილოცავთ 2026 წელს! ახალ წელს მოეტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატება და სიხარული თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოსთვის!”, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი აცხადებს.

“განსაკუთრებით ვულოცავ შობა-ახალ წელს იმერეთის რეგიონის მოსახლეობას! გულწრფელ მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც ყოველდღიური შრომით, პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ემსახურება ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას!

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, 2025 წელი იმერეთისთვის მნიშვნელოვანი წინსვლის წელი იყო. რეგიონის განვითარებისთვის საერთო ჯამში 862 576 937 ლარი დაიხარჯა და განხორციელდა 3 ათასამდე პროექტი. გპირდებით, რომ 2026 წელი იქნება კიდევ, უფრო მეტად წარმატებული და ყველა პროექტი მოსახლეობის საჭირობებსა და კეთილდღეობაზე მეტად მორგებული.

ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევითა და შემართებით, შევძლებთ ძლიერი, სტაბილური და წარმატებული საქართველოს აშენებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2026 წელს!”, – აღნიშნავს ზალკალიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები