დავით შერაზადიშვილი: ახალი წლის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა და ადამიანების ღვაწლის დაფასება
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით სერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისში დამსახურებულ პედაგოგს ციალა სტეფანიას ესტუმრა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
„ახალი წლის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა და ადამიანების ღვაწლის დაფასება. ჩემთვის პატივი იყო ვსტუმრებოდი დამსახურებულ პედაგოგს, ქალბატონ ციალა სტეფანიას და მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი მიმელოცა.
ასეთი ადამიანები ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და სულიერი საყრდენია.ქალბატონმა ციალამ მთელი ცხოვრება განათლებასა და თაობების აღზრდას მიუძღვნა. მისი ღვაწლი და თავდადება იმსახურებს უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას.გულითადად ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიმშვიდესა და სიხარულს.”- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.