“2026 წელს ამერიკის შეერთებული შტატები 250 წლის ხდება; საიუბილეო თარიღს ამერიკასა და მის საზღვრებს გარეთ განსაკუთრებით აღვნიშნავთ” – აშშ-ის საელჩო
“2026 წელს ამერიკის შეერთებული შტატები 250 წლის ხდება. საიუბილეო თარიღს ამერიკასა და მის საზღვრებს გარეთ განსაკუთრებით აღვნიშნავთ”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
“მთელი წლის განმავლობაში გაგიზიარებთ საინტერესო და სახალისო ფაქტებს ამერიკის შესახებ, უფრო კონკრეტულად კი — 250 ფაქტს!
დღეს ვინაიდან ახალი წლის პირველი დღეა, ამიტომ, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრადიციით დავიწყებთ — ნიუ-იორკის ახალი წლის ბურთის დაშვების ისტორიით“, – წერია ინფორმაციაში.