ხულოს მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
„გილოცავთ ახალ, 2026 წელს! გისურვებთ, რომ ახალი წელი იყოს მშვიდობის, სიკეთის, კეთილდღეობისა და წარმატების მომტანი თითოეული თქვენგანისთვის.
ახალ წელს ყველა ჩვენგანი ახალი იმედებითა და საზეიმო განწყობით ვეგებებით. გისურვებთ, რომ გაგმართლებოდეთ მოლოდინები და აგსრულებოდეთ კეთილი სურვილები.
დამდეგ ახალ წელს განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ მესაზღვრეებს, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, პოლიციელებს, ექიმებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წუთებში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს და თავდადებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას.
2025 წელი მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტისათვის. განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი, რაც ქვეყნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროცესს კიდევ უფრო აძლიერებს.
მუნიციპალიტეტის გუნდმა წარმატებით უზრუნველყო წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება. 2026 წელს ვეგებებით ამბიციური გეგმებით და პროექტებით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას“, – ნათქვამია მილოცვაში.