ზელენსკი: „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნები 3 იანვარს უკრაინაში საკონსულტაციო შეხვედრას გამართავენ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნები 3 იანვარს უკრაინაში საკონსულტაციო დონეზე შეხვედრას გამართავენ.
„ამის შემდეგ მალევე ჩვენ ლიდერების დონეზე ვისაუბრებთ – შეხვედრები აუცილებელია. ჩვენ ვგეგმავთ, ისინი 6 იანვარს საფრანგეთში ჩავატაროთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.