“დღეს იყო ზუსტად, როდესაც საქართველოს მტრებმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა კოორდინირებული მუშაობით მოუსწრაფეს სიცოცხლე ზვიადს” – გიორგი გამსახურდია
“დღეს იყო ზუსტად, როდესაც საქართველოს მტრებმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა კოორდინირებული მუშაობით მოუსწრაფეს სიცოცხლე ზვიადს”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ქართული სახელმწიფოს წმინდა ვალია, ამ დანაშაულის გამოძიება მიიყვანოს ბოლომდე.
“დიდად არ მიყვარს ახალი წელი, მთელი რიგი მიზეზების გამო. ალბათ, ეგ ყველაფერი ადრეულ წლებში ამ დღის, ჩემთვის ცუდმა პრაქტიკამ განაპირობა. დღეს იყო ზუსტად, როდესაც საქართველოს მტრებმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა კოორდინირებული მუშაობით მოუსწრაფეს სიცოცხლე ზვიადს. დღემდე გაურკვეველია ბოლომდე რა მოხდა რუსებისა და შევარდნაძის ხუნტის მიერ კონტროლირებად სამეგრელოს ტერიტორიაზე მაშინ. ჩემი აზრით, ქართული სახელმწიფოს წმინდა ვალია, ამ საუკუნის დანაშაულის გამოძიება მიიყვანოს ბოლომდე და მჯერა რომ მიიყვანს კიდევაც”, – წერს გიორგი გამსახურდია.
ცნობისთვის, დღეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობიდან 32 წელი გავიდა.