შს მინისტრი, გეკა გელაძე უწყების სხვადასხვა დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს ახალი წლის დადგომა მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე უწყების სხვადასხვა დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს ახალი, 2026 წლის დადგომა მიულოცა.

შსს-ს ცნობით, მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის, საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.

“გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის შრომის მნიშვნელობას, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

მინისტრთან ერთად უწყების სხვადასხვა დანაყოფში, მისი მოადგილეებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები