ვახტანგ ბერიძე 24 საათიან რეჟიმში მომუშავე უწყებებს ეწვია და შობა-ახალი წელი მიულოცა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში მომუშავე უწყებებს ეწვია და შობა-ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვახტანგ ბერიძემ მადლობა გადაუხადა პოლიციის, სახანძრო-სამაშველოს, სასწრაფო დახმარებისა და საავადმყოფოს თანამშრომლებს გაწეული შრომისა და ღვაწლისათვის და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვით, 24 საათიან რეჟიმში მომუშავე უწყების თანამშრომლებს, ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში.