The Jerusalem Post: ისრაელი ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, თურქეთი „მშვიდობის საბჭოდან“ გარიცხოს
ისრაელს არ სურს, ღაზაში თურქეთის ჯარების განლაგება, რომელიც ტრამპის გეგმის შემდეგ ეტაპზე უნდა განხორციელდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საკითხთან დაკავშირებული ორი ჩინოვნიკის ცნობით, ღაზას სექტორში თურქეთის ჩართულობის შესამცირებლად, ისრაელმა ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვა, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მშვიდობის საბჭოდან“ (BoP) გარიცხოს.
„ისრაელში არსებობს შიში, რომ თურქეთის ჩართულობა ჰუმანიტარულ საქმეებსა და რეკონსტრუქციის ძალისხმევაში ანკარას მნიშვნელოვან საფუძველს მისცემს სექტორის კონტროლისთვის“, – განუცხადა The Jerusalem Post-ს წყარომ.
აღსანიშნავია, რომ საკითხი ბოლო კვირების განმავლობაში მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ისრაელის და ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს შორის მოლაპარაკებები შედგა და რომელიც ღაზასთან დაკავშირებით ტრამპის გეგმის განხორციელების გაგრძელებას შეეხო.