“მართლაც, ფსონები მაღალია, ომის დასრულების დროა” – ზელენსკი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფსონები მაღალია.
მის განაცხადს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ რუსეთმა ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯები უნდა გადადგას.
“მართლაც, ფსონები მაღალია. მთავარია, რომ ამ შეხვედრამ გახსნას რეალური გზა სამართლიანი მშვიდობისა და არსებითი დისკუსიისკენ ლიდერებს შორის სამმხრივ ფორმატში – უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსული მხარე.
დროა, ომი დასრულდეს და რუსეთმა გადადგას საჭირო ნაბიჯები. ჩვენ ამერიკაზე იმედებს ვამყარებთ. ჩვენ მზად ვართ, როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად პროდუქტიულად ვიმუშაოთ”,- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, რუსული დელეგაცია პუტინის გარდა აშშ-ში უკვე იმყოფება. ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრები კი უკვე ალასკისკენ მიემართებიან.