ალექსეი არესტოვიჩი: ზელენსკის მომავალი სამწუხაროა, საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება სააკაშვილის მსგავსი დასასრული

ზელენსკის მომავალი როგორი იქნება, ეს მეათეხარისხოვანი საკითხია იმ პრობლემების ფონზე, რომლებიც უკრაინის წინაშე დგას. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მომავალი სამწუხაროა, საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი დასასრული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიეზღვევა კორუფციისა და ომის გაჭიანურებისთვის.

„უკრაინის წინაშე მდგარი პრობლემების ფონზე, ზელენსკის ბედი უსახური საკითხია. ადამიანურად მეცოდება კიდევაც, ეს არის ფიასკო. როგორ დასრულდება ეს ფიასკო – მონასტირსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მსგავსად, თვითმფრინავის გაქრობით თუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, მისი გადაცემით თუ ციხეში ჩასმით, ეს უკვე მეათეხარისხოვანი საქმეა. პოლიტიკურად ის დასრულებულია, ეს არის ნეგატიური დასასრული. არ იქნება ტრიუმფატორის წასვლა, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა და ასე შემდეგ. მას დაეწევა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეძლეს კორუფციის ნაწილში, როდესაც სამხედროებს ჰპარავდნენ; ომი სამ წელიწადის განმავლობაში გააჭიანურეს, მაშინ როდესაც 2022 წლის შემოდგომაზე შეიძლებოდა მისი დასრულება და ასობით ათასი ადამიანის გადარჩენა. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მომავალი სამწუხაროა. საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი დასასრული“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები