,,ოპოზიციას ბევრი და უსაფუძვლო ამბიცია აქვს. ვფიქრობ, რომ არცერთ მათგანს არანაირი რესურსი არ აქვს, რომ რაიმე მართოს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას პროგრამა არ გააჩნია.
„პირდაპირ ეუბნებიან, რომ ქვეყანაში გადატრიალება უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებლით, ყველა სტატისტიკით, უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, მაინც სახელმწიფოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მარიონეტული ხელისუფლება უნდა მოვიდესო, რომელიც საქართველოს ჩართავს იმ პროცესებში, რომელიც მის ნგრევას გამოიწვევს. აი, ამ ფორმულას გვთავაზობს [ოპოზიცია], სხვა არანაირი პროგრამა არ გააჩნია გარდა იმისა, რომ შეიძლება ხან დოლზე დაუკრან, ხან აკრობატული ნომრები გვაჩვენონ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.