ლავროვი – “რუსეთი ტრამპს მკაფიო პოზიციას წარუდგენს”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამიტზე „ნათელ და გასაგებ პოზიციას“ წარუდგენს.

ლავროვმა ხუთშაბათს, ანკორიჯის სასტუმროში ჩასვლისას, ჟურნალისტებთან მოკლედ ისაუბრა.

იგი “სსრკ”-ს წარწერიანი მაისურით გამოცხადდა. მაისურის შინაარსზე მას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთს მკაფიო გეგმები აქვს.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის მოსკოვში ბოლო ვიზიტის დროს, ბევრი რამ გაკეთდა და კრემლი იმედოვნებს, რომ დღევანდელ სამიტზე სასარგებლო საუბარს გააგრძელებს.

„ჩვენ არასდროს ვგეგმავთ წინასწარ. ვიცით, რომ გვაქვს არგუმენტები, მკაფიო, გასაგები პოზიცია. ჩვენ მას წარვადგენთ“, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები