საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, სოფელ ცხამში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან გაგა დარბაიძესთან  ერთად სოფელ ცხამში, სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც ლევან ივანაშვილმა აღნიშნა, პროექტის დასრულების შემდეგ ეთო-ეხვევის უბანში სასმელ წყალს 60-მდე ოჯახი მიიღებს.

„წყალმომარაგება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეის მდგომარეობით ჩვენ რამდენიმე სოფელში ვახორციელებთ სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს, იმისათვის, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტი წყალმომარაგებით. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელ ცხამის ეთო-ეხვევის უბნის 60-მდე ოჯახი მიიღებს სასმელ წყალს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ლევან ივანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები