The Telegraph: ტრამპი ალასკაში პუტინს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას წარუდგენს

დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს იშვიათი ლითონების მოპოვებაზე წვდომას შესთავაზებს, რათა უკრაინაში ომის დასრულება წაახალისოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, მათ შორის იქნება ალასკის ბუნებრივი რესურსების მოსკოვისთვის გახსნა და რუსეთის ავიაციის ინდუსტრიაზე ამერიკული სანქციების ნაწილის მოხსნა.

„როგორც ჩანს, აშშ-ის სახაზინო მდივანი, სკოტ ბესენტი ადმინისტრაციის იმ პირებს შორისაა, რომლებიც ბატონ ტრამპს პუტინთან ანკორიჯში შეხვედრის წინ ბრიფინგს უტარებენ. ბატონი ბესენტი იკვლევს იმ ეკონომიკურ კომპრომისებს, რომლებზეც აშშ-ს შეუძლია რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაჩქარების მიზნით წავიდეს“, – წერს The Telegraph-ი.

წინადადებები მოიცავს პუტინისთვის რუსეთის მიერ ამჟამად ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე არსებულ იშვიათ მიწათა მინერალებზე წვდომის მინიჭებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები