ტრამპმა აღიარა, რომ აშშ-უკრაინას გარკვეულ გარანტიებს შესთავაზებს, მაგრამ არა ნატო-ს მეშვეობით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოტენციურად მზადაა უკრაინას უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები შესთავაზოს, თუმცა ეს „ნატო-ს სახით“ არ მოხდება.

მედიის ცნობით, ტრამპმა ამის შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის თვითმფრინავში, ალასკაში, კრემლის ხელმძღვანელთან სამიტზე მიმავალ გზაზე გაიმართა.

ტრამპს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, რომ აშშ-მა უკრაინას, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები მისცეს.

„არა ნატო-ს სახით, რადგან, მოგეხსენებათ, არის რაღაცები, რაც არ მოხდება. მაგრამ ევროპასთან ერთად ეს შესაძლებელია“, – უპასუხა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის ტერიტორიების საკითხი პუტინთან საუბრისას აუცილებლად წამოიჭრება, თუმცა ის „უკრაინის სახელით მოლაპარაკებას არ აწარმოებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები