საგამოძიებო სამსახურის უფროსი, მოადგილეებთან ერთად სამუშაო ვიზიტით კახეთსა და ქვემო ქართლში იმყოფებოდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა – მიხეილ მაღლაკელიძემ, საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და კახეთის სამმართველოების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას, საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და გატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. საუბარი ასევე შეეხო რეგიონებში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.
მიხეილ მაღლაკელიძე თანამშრომლებს გაესაუბრა, მათი სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტები განიხილა.