აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 33 წელი გავიდა – შეიარაღებულ კონფლიქტს 12 000 ადამიანი ემსხვერპლა

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 33 წელი გავიდა.

საქართველოს მთავრობამ, სამხედრო ძალები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992 წლის 14 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით გაგზავნა. თუმცა, სამთავრობო ძალებს 1993 წლის სექტემბერში რეგიონიდან გამოსვლა მოუხდათ.

არსებული ინფორმაციით, 13-თვიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000 ადამიანი დაიღუპა.

ომის გამო, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები