ირაკლი ბენდელიანი: გპირდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და შესაძლებლობას, რათა თბილისი და კერძოდ, ზღვის უბნის დასახლება გახდეს კიდევ უფრო ლამაზი, მყუდრო და მიმზიდველი უბანი დედაქალაქში

ჩემი დიდი სურვილი და ძალისხმევა იქნება ზღვის უბნის დასახლების მცხოვრებთა ხმა ისმოდეს ყველგან და ყოველთვის. ხელი შევუწყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქვეყნის განვითარებაში მათ ჩართულობას, – ამის შესახებ ირაკლი ბენდელიანი, სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კახა კალაძის მერობის და ,,ქართული ოცნების“ გუნდის პირობებში დედაქალაქის წინსვლა და წარმატება შეუქცევად პროცესად იქცა. იყო ბევრი მიღწევა და გამარჯვება.

„ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგინო ადგილი, სადაც ფეხი ავიდგი, რომელსაც ჩემი ბავშვობა და აწ უკვე მომავალი უკავშირდება.

ჩემი დიდი სურვილი და ძალისხმევა იქნება ზღვის უბნის დასახლების მცხოვრებთა ხმა ისმოდეს ყველგან და ყოველთვის. ხელი შევუწყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქვეყნის განვითარებაში მათ ჩართულობას.

კახა კალაძის მერობის და ,,ქართული ოცნების“ გუნდის პირობებში დედაქალაქის წინსვლა და წარმატება შეუქცევად პროცესად იქცა. იყო ბევრი მიღწევა და გამარჯვება.

 

️ზღვის უბნის დასახლებაში გასულ წლებში არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რითაც გამორჩეულია ჩვენი უბანი და რისთვისაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა.

 

გპირდებით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და შესაძლებლობას, რათა თბილისი და კერძოდ, ზღვის უბნის დასახლება გახდეს კიდევ უფრო ლამაზი, მყუდრო და მიმზიდველი უბანი დედაქალაქში.

დიდი მადლობა დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს და ,,ქართული ოცნების” გუნდს მხარდაჭერისთვის. ვეცდები გავამართლო გამოცხადებული ნდობა და იმედები.

მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და მეტი სიკეთე თბილისს!“, – წერს ირაკლი ბენდელიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები