ტრამპი: თუ მოლაპარაკებები ცუდად წავა, პუტინთან სამიტს სწრაფად დავასრულებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი სამიტი „ძალიან სწრაფად“ დასრულდება, თუ შეხვედრის პირველივე წუთებში მიხვდება, რომ მოლაპარაკებები „ცუდად“ მიმდინარეობს.

„თუ ვიგრძნობ, რომ შეხვედრა არასწორად ვითარდება, მას დიდხანს არ გავაგრძელებ. თუ ეს კარგი შეხვედრა იქნება, ჩვენ მალე მივაღწევთ მშვიდობას,“ — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

როგორც მედია აღნიშნავს, ტრამპი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ პუტინი 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას არ დაიწყებდა, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები