პუტინის ვიზიტამდე ანკორიჯში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ალასკის ქალაქ ანკორიჯში, სადაც დღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შეხვდებიან, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.
მაღალი ფსონების მქონე სამიტი — ასე აფასებენ პრეზიდენტებს შორის შეხვედრას.
მომიტინგეები პარასკევს დილით ადრე, პუტინის ანკორიჯში ჩასვლამდე შეიკრიბნენ.
ისინი კიევის მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. BBC-ის ცნობით, მომიტინგეებს კი ეჭირათ ბანერები წარწერებით „დიდება უკრაინას“, „წინააღმდეგობა ტრამპ-პუტინს“, „უკრაინა და ალასკა – რუსეთი აღარასდროს“, “პუტინ, წადი სახლში და წადი ჯოჯოხეთში”. ისინი მოითხოვდნენ, რომ რუსეთმა ომის ზონიდან გატაცებული 20 000 უკრაინელი ბავშვი დააბრუნოს.
როგორც “პოლიტიკო” წერს, მომიტინგეები ასევე განაწყენდნენ ტრამპის მიერ პუტინის ამერიკულ მიწაზე, ალასკაზე შეხვედრაზე მოწვევით, რომელიც 1867 წელს შეერთებულ შტატებში გაყიდვამდე რუსეთის ტერიტორია იყო.