ვალერიან პაპუაშვილი: ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, წარმოვადგინო თბილისის ის უბანი, სადაც დავიბადე და გავიზარდე – სანზონის დასახლების მცხოვრებელთა საჭიროებები და მოთხოვნილებები ყველგან გაჟღერდება
,,ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა წარმოვადგინო თბილისის ის უბანი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. სანზონის დასახლების მცხოვრებთა საჭიროებები და მოთხოვნილებები გაჟღერდება ყველგან”, – ამის შესახებ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერიან პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,ჩვენს მთავარ ამოცანად თბილისის კიდევ უფრო მწვანე, ძლიერ და გამარჯვებებით სავსე ქალაქად განვითარება რჩება, რითაც გამორჩეულია სანზონის დასახლება და რისთვისაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა.
️სანზონის დასახლებაში გამოწვევად კვლავ სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით არსებული საკითხები რჩება, რისთვისაც სამომავლოდ, გაერთიანებული ძალებით შევძლებთ აღმოვფხვრათ თითოეული მათგანი და ჩვენი უბანი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, მყუდრო და ლამაზი საცხოვრებელი ადგილი თბილისში.
️ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი დიდ წარმატებას და სიძლიერეს მოუტანს ჩვენს ქალაქს, რასაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს და რითაც ყველა ერთად ვიამაყებთ.
მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და მეტი სიკეთე თბილისს!“, – წერს ვალერიან პაპუაშვილი.