გიორგი ვოლსკი: ევროკავშირი გვიტევს იმიტომ, რომ შეტევა გადაითარგმნოს შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების უკმაყოფილებაში
,,ევროკავშირი გვიტევს იმიტომ, რომ შეტევა გადაითარგმნოს შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების უკმაყოფილებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„არსებობს გარკვეული ამოცანა, რომლის რეალიზაციისთვის გვთავაზობენ მიზეზს ამ უსამშობლო ადამიანების [ციხიდან] გამოსაყვანად. გვიტევს ევროკავშირი მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამას [ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას] არ გააჩნია დემოკრატიულ განვითარებასთან. გვიტევს იმიტომ, რომ შეტევა გადაითარგმნოს შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების უკმაყოფილებაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს – წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება.